loader

სად არიან პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სად არიან პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიები?

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "ლეიბორისტული პარტია", "ახალი მემარჯვენეები" - ეს იმ პარტიების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში ვერ მოხვდნენ. ამ პარტიების ბედი პირველი ოქტომბრის შემდეგ უცნობია. პატარა აქტიურობების გარდა, ისინი არც ტელევიზიებში და არც პოლიტიკურ ცხოვრებაში ფიგურირებენ.

როგორ განვითარდება პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიების პოლიტიკური აქტიურობა და რა ადგილს დაიკავებენ ისინი ახალ პოლიტიკურ რეალობაში, ჯერჯერობით უცნობია. პოლიტიკური ამბიციების მიღმა მათი წარმატების რეალური შანსები ნაკლებად ჩანს.