loader

სოფელ დვანში უკანონო იარაღი ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფელ დვანში უკანონო იარაღი ამოიღეს

სამართალდამცავებმა სოფელ დვანში იარაღი ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2012 წლის 28 ნოემბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქარელის რაიონის სოფელ დვანში მცხოვრები არჩილ ა.-ს საცხოვრებელი ბინიდან 1960 წელს გამოშვებული "აკმ"-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი #"პიუ-2615", 22 ცალი მცირეკალიბრიანი შაშხანის ვაზნა, 7 ცალი ავტომატის მჭიდი და 210 ცალი ავტომატის ვაზნა ამოიღეს.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით: "ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა."