loader

"პუტინის ბიჭებს "ევასებათ" პინგვინები" - ელჩისა და "ნაცმოძრაობის" ლიდერების ვიდეოჩანაწერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პუტინის ბიჭებს "ევასებათ" პინგვინები" - ელჩისა და "ნაცმოძრაობის" ლიდერების ვიდეოჩანაწერი

ვიდეომასალას, რომელიც სტრასბურგში გასული წლის ოქტომბერშია გადაღებული, ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს. კადრებში საქართველოს ელჩი ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან - პეტრე ცისკარიშვილთან და მიხეილ მაჭავარიანთან ერთად ჩანს. ისინი პოლიტიკაში ახალმოსული ბიძინა ივანიშვილისა და მისი რუსეთთან კავშირების შესახებ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ივანიშვილი "ვლადიმერ პუტინის კაცია".

ჟღენტი "მაესტროსთან" სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ ფრაზა, რომელსაც ის ამბობს, ხუმრობაა და მის პოზიციას არ გამოხატავს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განმარტებით, არსებობს ელჩების სია, რომელთა გამოწვევის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე შეთანხმებულია. მაია ფანჯიკიძე ჯერ არ აკონკრეტებს, რომელი ელჩების ჩანაცვლებაზეა საუბარი.

იხილეთ: "ცოცხი გაიკეთე უკან" - საქართველოს ელჩის რეპლიკა ლონდონში გამართული აქციის მონაწილეს