loader

შეიძლება მოწამლონ, დაჭრან, თავში ჩაარტყან - მიშა თავხელიძე ბაჩო ახალაიას უსაფრთხოებაზე ღელავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეიძლება მოწამლონ, დაჭრან, თავში ჩაარტყან - მიშა თავხელიძე ბაჩო ახალაიას უსაფრთხოებაზე ღელავს

"კოალიცია ევროპული საქართველოსთვის" ხელმძღვანელის, მიშა თავხელიძის განცხადებით, ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში ყოფნა რისკის შემცველია. მისი სხვა დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით, საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფმა პეტიცია შეიმუშავა. პეტიცია, რომლის ადრესატი სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარია, ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებასთან მიშა თავხელიძემ გააცნო.

"გვჯერა, რომ ახალი მთავრობის და თქვენს პირად ინტერესში არ შედის ახალაიასთან ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ მიუხედავად თქვენი დაპირებისა, მიგვაჩნია, რომ არ არსებობს აბსოლუტური გარანტია, რომ "ქურდულმა სამყარომ", რომლის გავლენაც საქართველოს ციხეებში სწორედ ბაჩო ახალაიამ აღკვეთა, მასზე არ იძიოს შური. გთხოვთ, ყოველგვარი ეჭვისა და შესაძლო გართულების გამოსარიცხად, გადაიყვანოთ ბაჩო ახალაია იქ, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", – აღნიშნულია პეტიციაში.

როგორც "კოალიცია ევროპული საქართველოსთვის" ხელმძღვანელმა მიშა თავხელიძემ აღნიშნა, აღნიშნულ პეტიციას ხელს აწერენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები, მათ შორის, ბიზნესმენები, ჟურნალისტები და ბაჩო ახალაიას ახლობლები.