loader

ნათია ლაზაშვილი "მე-9 არხს" ტოვებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნათია ლაზაშვილი "მე-9 არხს" ტოვებს

ნათია ლაზაშვილი "მე-9 არხს" ტოვებს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად წამყვანმა და არხის ერთ-ერთმა სახემ მთავარი საინფორმაციო გადაცემის პირდაპირ ეთერში გაახმოვანა. ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია თანამშრომლობა ისეთ ხელმძღვანელობასთან, ვინც ერთმანეთთან აიგივებს ტელევიზიას და ფერმას, - განაცხადა ნათია ლაზაშვილმა და არხის დატოვების მიზეზები განმარტა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ კრძალავს, გაუგებარია ის, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს უხერხულობას უქმნის მისი ოჯახის მფლობელობაში მყოფი ტელევიზია, რატომ არ უქმნის ასეთივე უხერხულობას ახალ ხელმძღვანელს ის ფაქტი, რომ მისი ოჯახის წევრი არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, პარლამენტის და იუსტიციის საბჭოს წევრი.

ნათია ლაზაშვილმა მადლობა გადაუხადა ტელევიზიის ყველა თანამშრომელს და განაცხადა, რომ ეამაყება, რომ იყო "მე-9 არხის" თანამშრომელი.