loader

"მზად ვარ, გავაგრძელო ბრძოლა საქართველოსთვის" - მერაბიშვილი დაკითხვაზე გამოცხადდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მზად ვარ, გავაგრძელო ბრძოლა საქართველოსთვის" - მერაბიშვილი დაკითხვაზე გამოცხადდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე გამოცხადდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლამდე მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მზად არის,ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი.
გარდა ამისა, ვანო მერაბიშვილმა შენობაში შესვლამდე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს მიმართა. ყოფილი პრემიერის თქმით, პირადად ის, ვანო მერაბიშვილი და მისი გუნდი შანტაჟის, დაჭერებისა და ზეწოლის მიუხედავად, არ შეწყვეტს სიმართლისთვის და ქვეყნისთვის ბრძოლას.

ვანო მერაბიშვილი შს სამინისტროში დაცვის წევრთან ერთად მივიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.