loader

პროტოკოლის სამსახური მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროტოკოლის სამსახური მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზურაბ დარჩიაშვილი განცხადებას ავრცელებს და ვანო მერაბიშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს. ამის შესახებ საგანგებო განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

"2003 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ბევრი ოფიციალური ვიზიტი დაგვიგეგმავს, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის მონაწილეობით და მინდა დაბეჯითებით გითხრათ, რომ არასოდეს ყოფილა ყალბი პასპორტით ან ნებისმიერი ყალბი სამგზავრო დოკუმენტით სარგებლობის შემთხვევა. გასაკვირია, რომ მე მიწევს ამაზე კომენტარის გაკეთება და ის რომ, ასეთი ბრალდებები გავრცელდა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით. პროტოკოლის სფეროში ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მანძილზე მსგავსი ბრალდება არასოდეს ყოფილა. მინდა გითხრათ, რომ საზღვარზე პასპორტების გაფორმების პროცედურა არის ძალიან მარტივი და გამჭვირვალე, რაც გამორიცხავს გაყალბებული დოკუმენტებით მგზავრობის შესაძლებლობას", - აღნიშნულია განცხადებაში.