loader

დაბა ჟინვალში მომხდარი ქურდობა გახსნილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაბა ჟინვალში მომხდარი ქურდობა გახსნილია

28 ნოემბერს შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით თორნიკე თ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2012 წლის 5 ნოემბერს დუშეთის რაიონში, დაბა ჟინვალში, ოთარ სუარიშვილის კუთვნილი მაღაზიიდან სხვადასხვა დასახელების ელექტროტექნიკა და 650 ლარი მოიპარა.

თორნიკე თ-მ ნივთები თბილისში ჩამოიტანა და სხვადასხვა მაღაზიაში ჩააბარა. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ამოღეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 1დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.