loader

შსს-მ ასპინძის რაიონში დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ასპინძის რაიონში დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღო

28 ნოემბერს შსს-ს ასპინძის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს ასპინძის რაიონის სოფელ დამალაში მცხოვრები სომხეთის მოქალაქე, 1959 წელს დაბადებული ვრეჟ მ.

ჩხრეკისას მისი საცხოვრებელი სახლის სხვენიდან ამოიღეს კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 ცალი მჭიდი, 175 ცალი 5,45 მმ-იანი და 47 ცალი 7,62 მმ-იანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა, 2 ხელყუმბარა, ავტომატისათვის განკუთვნილი ხიშტ-დანა ქარქაშით, გლუვლულიანი 16-კალიბრიანი ერთლულიანი სანადირო თოფი. აღნიშნულ საბრძოლო მასალას ვრეჟ მ. უკანონოდ ინახავდა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას შსს ასპინძის რაიონული სამმართველო აწარმოებს.