loader

ისრაელი საქართველოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია - იუვალ ფუქსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელი საქართველოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია - იუვალ ფუქსი

ისრაელი პალესტინის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს გადაწყვეტილებით გაკვირვებული და იმედგაცრუებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობდა დიალოგი საქართველოს მთავრობასთან, თუმცა საბოლოოდ მიღებულ იქნა პალესტინის სტატუსის მხარდამჭერი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება პალესტინის დამკვირვებელ სახელმწიფოდ ცნობის თაობაზე მიღებულ რეზოლუციას, იუვალ ფუქსი აცხადებს, რომ ეს რეზოლუცია ადგილზე სიტუაციას ვერ შეცვლის, რადგან "ასეთი მანერით სახელმწიფო არ შეიძლება შეიქმნას".

"ისრაელს სურს მშვიდობა და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თუნდაც ეგვიპტის მაგალითზე. მშვიდობისთვის საჭირო არ არის ნიუ-იორკში გაფრენა. ამის გაკეთება შეიძლება ადგილზეც. ამგვარი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს მშვიდობას. ვინ, თუ არა საქართველომ, კარგად იცის, რა შედეგი მოაქვს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას", - აღნიშნა იუვალ ფუქსმა.

პალესტინას გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა, რომელიც გაეროს წევრი არ არის. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო 9-მ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელი და ამერიკა.