loader

ყოფილი მანდატურები კოტე კუბლაშვილს მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყოფილი მანდატურები კოტე კუბლაშვილს მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

სამსახურიდან გათავისუფლებული მანდატურები და "უფლებადამცველთა გაერთიანება" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. პრესკონფერენციაზე "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მჟავანაძემ და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა მანდატურებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე დღის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის სასამართლოს თანამშრომლებთან და მანდატურებთან წარდგენისას განაცხადა, რომ ვისაც სურს მუშაობა, უნდა იმუშაოს, ხოლო ვისაც არ სურს, "გათავისუფლებული სასამართლოს მანდატურების გზას გაუყვეს".

როგორც პრესკონფერენციაზე მანდატურებმა განაცხადეს, 5 ნოემბერს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძემ ის მანდატურები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ უკანონო მოსმენების, პოლიტიკური ზეწოლების, უკანონო ბრძანებების და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლა. "უფლებადამცველთა გაერთიანებამ" მანდატურების სამსახურში აღდგენისა და ხელფასების ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში სარჩელი შეიტანა.