loader

11 სამხედრო პირი მათი დაკავების საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

11 სამხედრო პირი მათი დაკავების საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

2008 წლის აგვისტოში, ომის დაწყებამდე დაპატიმრებული და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული 11 სამხედრო პირი მათი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. ისინი 2008 წლის 6 აგვისტოს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
როგორც თავდაცვის სამინისტროს მე-2 მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეულის და ოცეულის ყოფილი სერჟანტები აცხადებენ, 6 აგვისტოს, საღამოს საათებში განგაშის გამოცხადების შემდეგ სამხედრო პოლიციაში გამოცხადდნენ, რის შემდეგაც ხელბორკილები დაადეს და ხობში წაიყვანეს.

ერთ-ერთი სამხედრო პირის, რამაზ გელაძის თქმით, სამხედრო მოსამსახურეები პატიმრობიდან 3 თვეში 2000-ლარიანი გირაოს და ხუთწლიანი პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.

მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის სერჟანტის, მალხაზ ქურციკიძის თქმით, მათთვის დაპატიმრების მიზეზი გაურკვეველია და აღნიშნული საქმის გამოძიება ქვეყნის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია.

"გაგვარკვიონ, რატომ დაგვაპატიმრეს და ვისი ბრძანებით. დამსახურება მაქვს საკუთარი ქვეყნის წინაშე და ასეთი რამ არ უნდა გაეკეთებინათ. მოვითხოვ საქმის გამოძიებას და სიმართლის დადგენას", - განაცხადა მალხაზ ქურციკიძემ.

სამხედროების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტი" იცავს.