loader

ყინულის სამ მოედანში დახარჯული 10 მლნ ლარი - ბათუმის საკრებულოს წევრი აუდიტის სამსახურს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყინულის სამ მოედანში დახარჯული 10 მლნ ლარი - ბათუმის საკრებულოს წევრი აუდიტის სამსახურს მიმართავს

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ბათუმისათვის" თავმჯდომარე, "რესპუბლიკელი" ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ყინულის მოედნების მშენებლობისთვის დახარჯული ფინანსების შესწავლისთვის აუდიტის სამსახურს მიმართავს.

როგორც ჩავლეიშვილმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყინულის მოედნების მშენებლობისთვის თანხები არამიზნობრივად და უყაირათოდ იხარჯებოდა. ჩავლეიშვილის თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სამი ყინულის მოედნის აგების, შენახვისა და გადაადგილებისთვის 10 მილიონი ლარი დაიხარჯა. მისივე თქმით, აუდიტის სამსახურმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოკვლევა.