loader

ვმუშაობთ ავღანეთის მისიაში მონაწილეთა ანაზღაურების გაზრდაზე - ირაკლი ალასანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვმუშაობთ ავღანეთის მისიაში მონაწილეთა ანაზღაურების გაზრდაზე - ირაკლი ალასანია

საქმე გვაქვს დიდ კორუფციასთან, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ "მე-9 არხის" გადაცემაში "ეკა ბერიძის მთავარი კითხვა". ირაკლი ალასანიას თქმით, თავდაცვის სამინისტროს ხარჯები მომავალში გამჭვირვალე იქნება. სამინისტროსთვის საბიუჯეტო თანხების შემცირებასთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ მათი მთავრობა სოციალურად ორიენტირებული მთავრობაა და ეს შემცირება უმტკივნეულოდ მოხდება. ალასანიას განცხადებით, იგეგმება ავღანეთის მისიაში მონაწილეთა ხელფასების გაზრდა. მეომარი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, - განაცხადა მინისტრმა.