loader

ბაჩო ახალაია ე.წ. მატროსოვზე თავს უსაფრთხოდ გრძნობს - ანი ნადარეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაჩო ახალაია ე.წ. მატროსოვზე თავს უსაფრთხოდ გრძნობს - ანი ნადარეიშვილი

ბაჩო ახალაია ე.წ. მატროსოვზე თავს უსაფრთხოდ გრძნობს. როგორც ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალაია ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე მოინახულა მისმა ადვოკატმა.

"გუშინ იყო ადვოკატი შესული. ბაჩო ახალაია ნორმალურად არის. ის ამჟამად სამარტოო საკანშია. კმაყოფილი ჩვენ მაშინ ვიქნებოდით, რომ ბაჩო არ იყოს დაჭერილი. რაც შეეხება #7 დაწესებულებას, აქ იყო ის მომენტი, რომ 20 მეტრში იყვნენ მოთავსებული ქურდები და ეს იყო მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

იგი ასევე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, ამ დროისათვის სად იმყოფება მისი მაზლი დათა ახალაია.

იხილეთ: "თქვენ რომ უსაფრთხოდ გძინავთ, მისი დამსახურებაა" - ბაჩო ახალაიას მეუღლე