loader

სერბეთის ელჩი ნატოში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სერბეთის ელჩი ნატოში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა ნატოს ჩრდილოატლანტიკური მინისტერიალის დროს. სერბეთის მუდმივი ელჩი ნატოში ბრანისლავ მალინკოვიჩი დაიღუპა ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში. იგი ავტოსადგომიდან ჩამოვარდა, რომელიც მესამე იარუსზე იყო განლაგებული და ადგილზევე გარდაიცვალა. მალინკოვიჩი თავის თანამშრომლებთან ერთად ელოდებოდა სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომელთაც უნდა გაემართათ მოლაპარაკებები ნატოს ხელმძღვანელობასთან.

ამ საკითხთან დაკავშირებით ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ სერბეთის ელჩის სიკვდილი ნატოში მისი კოლეგებისათვის დიდი დანაკლისია და რომ იგი უაღრესად პროფესიონალი და კვალიფიციური კადრი იყო. რაც შეეხება დეტალებს, მათ შორის, თვითმკვლელობის მოტივს, გენერალური მდივნის განცხადებით, მათ ეს ინფორმაცია არ აქვთ.

euronews.net