loader

"ქართული მხარისგან პასუხად ტყვია მივიღე" - ახმედ ჩატაევი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული მხარისგან პასუხად ტყვია მივიღე" - ახმედ ჩატაევი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაკავებული ახმედ ჩატაევი თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ჩატაევმა თბილისის საქალაქო სასამართლო უკვე დატოვა. მან სასამართლოდან გამოსვლისას ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს. მან კომენტარი ლოპოტას სპეცოპერაციასთან დაკავშირებითაც გააკეთა. ჩატაევის თქმით, მის ქართველ მეგობარს ქართველმა სამხედროებმა სთხოვეს, რომ მას ხეობაში მყოფ შეიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა. კითხვაზე, თუ რას გეგმავდნენ ლაფანყურში მყოფი შეიარაღებული ჯგუფების წევრები, ჩატაევი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მათ ჩეჩნეთში გადასვლა უნდოდათ.

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში, საქართველოს შსს-მ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებდა, შსს-ს ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ 3 მოწმე ჰყავს.
29 აგვისტოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა 11 დივერსანტის ლიკვიდაცია, 6 კი ალყაში ჰყავდათ მოქცეული.

არსებული ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი სამართალდამცავებს 8 სექტემბერს ჩაბარდა. ის ფეხში იყო დაჭრილი და დაკავების შემდეგ მარცხენა ფეხი მუხლს ქვემოთ მოჰკვეთეს. მას არ აქვს ცალი ხელიც.