loader

სამი გარდაცვლილი და ფესვებიანად ამოთხრილი უზარმაზარი ხეები - ქარიშხალი ახალ ზელანდიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამი გარდაცვლილი და ფესვებიანად ამოთხრილი უზარმაზარი ხეები - ქარიშხალი ახალ ზელანდიაში

ახალი ზელანდიის ყველაზე დიდ ქალაქს, ოკლენდს, ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ქალაქის მკვიდრებმა მომხდარი შეაფასეს, როგორც "მინი-ტორნადო". ქარმა ფესვებიანად ამოთხარა უზარმაზარი ხეები, დატბორა ქუჩები. ორი ადამიანი მას შემდეგ დაიღუპა, რაც შენობის ნაწილები მათ მანქანებს დაეცა. როგორც ოკლენდის მცხოვრებლები ამბობენ, ქარიშხალმა ელვისებური სისწრაფით გადაუარა ქალაქს. ახალი ზელანდიისთვის ქარიშხალი უცხო არაა, მაგრამ ეს ბოლო 70 წლის მანძილზე ქვეყნისთვის თავს დამტყდარ ქარიშხლებს შორის ყველაზე ძლიერია.

www.reuters.com