loader

სახელმწიფო საიდუმლოებას ვერ გავცვლი პირად ინტერესებზე - ბაჩო ახალაიას განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახელმწიფო საიდუმლოებას ვერ გავცვლი პირად ინტერესებზე - ბაჩო ახალაიას განცხადება

ტელეკომპანია "მაესტრო" ბაჩო ახალაიას განცხადებას ავრცელებს, რომელიც იარაღის შესყიდვის საქმეს ეხება:
"სამინისტრო საქმიანობდა გამჭვირვალობის პრინციპზე დაყრდნობით და ინფორმაციის უმრავლესობა იყო ღია, თუმცა რიგი საკითხებისა, ბუნებრივია, არის საიდუმლო და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს საჯარო, მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ქართულ სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს. ასევე, მინდა აღვნიშნო, მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას არც ერთ ჩემს ქმედებასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ჩემს წინააღმდეგ მოქმედი შავი პიარისა, სახელმწიფო საიდუმლოებას ვერ გავცვლი ჩემს პირად ინტერესებზე. საზოგადოებისათვის მინდა განვმარტო, რომ ქვეყანაში არსებობენ ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე შესაბამისი დაშვების მქონე პირები და სწორედ მათ დეტალურად ავუხსნი ჩემს პერიოდში განხორციელებულ ყველა შესყიდვას თუ ქმედებას", - აცხადებს ბაჩო ახალაია.