loader

წმ. ეკატერინეს ხსენების დღე და ქართველი მომლოცველები მსახურებაზე სინას მთაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წმ. ეკატერინეს ხსენების დღე და ქართველი მომლოცველები მსახურებაზე სინას მთაზე

2011 წელი. წმ. ეკატერინეს ხსენების დღესთან დაკავშირებით, სინას მთაზე, მისი სახელობის მონასტერში ქართველ მომლოცველთა ჯგუფი იმყოფება. ტაძარში მსახურება სინას მთის, რაიფისა და ფარანის მღვდელმთავარმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა. მსახურება ბერძნულ ენაზე, საგალობლები კი ბერძნულ და არაბულ ენებზე სრულდებოდა.

დღესასწაულზე მართლმადიდებელი მრევლი საფრანგეთიდან, რუსეთიდან, საბერძნეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იმყოფებოდა. მათ შორის იო მრევლი საქართველოდანაც.

მსახურების ბოლოს ტაძრის გარშემო ხატებით, ჯვრებით, გალობით ლიტანიობა შესრულდა. მორწმუნეებს საშუალება ჰქონდათ წმ. ეკატერინეს თავის ქალასა და ხელის მტევანს მთხვეოდნენ. ტრადიციის მიხედვით, მონასტრის ბერებმა სტუმრად ჩასულებს საჩუქრად წმ. ეკატერინეს ხატი და მისი გამოსახულებიანი ვერცლის ბეჭდები აჩუქეს.

დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონტის ასული იყო. კერპებისთვის თაყვანისცემაზე უარის გამო მას მე-4 საუკუნეში იმპერატორ მაქსიმინის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.