loader

ჩემს აყვანას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბაჩო ახალაია - ექსკლუზიური ინტერვიუ ყოფილ სამხედროსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩემს აყვანას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბაჩო ახალაია - ექსკლუზიური ინტერვიუ ყოფილ სამხედროსთან

საპატრიარქოს რეკომენდაციით, ყოფილი სამხედრო სოსო ღუზარაული პრეზიდენტმა შეიწყალა. პატიმრობიდან გათავისუფლებული ყოფილი სამხედრო "პალიტრა ტვ"-სთან საუბრისას აცდებს, რომ პირადად ბაჩო ახალაიამ, გიგი კალანდაძემ და დავით ჭაკუამ 2010 წელს ქუთაისში დააკავეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პანკისის ხეობაში აიყვანეს.

სოსო ღუზარაულს ბრალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წაუყენეს, თუმცა ყოფილი სამხედრო ამბობს, რომ მისი დაკავება სხვა მიზნით მოხდა.

მისი თქმით, ბაჩო ახალაია ქვედანაყოფების საქმიანობაში უშუალოდ ერეოდა და დანიშვნების საკითხებს გაერთიანებული შტაბის ნაცვლად, თვითონ წყვეტდა.

"თანამდებობრივ ჩარჩოებს აბსოლუტურად ყველა ხელმძღვანელი პირი სცდებოდა. ის, რა ხმებიც სამხედროების მოპყრობასთან დაკავშირებით ვრცელდება, სიმართლეა, თუმცა დოკუმენტურად დადასტურება ძნელია, რადგან სამხედროებს ვიდეოგადაღება და ტელეფონის გამოყენება აკრძალული ჰქონდათ", - აცხადებს ღუზარაული.

სოსო ღუზარაულმა ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობისას უმწიკვლობის ორდენი მიიღო. მისი თქმით, საქმის ხელახალი გამოძიებისთვის, პროკურატურას უკვე მიმართა და სამართლიანობის აღდგენის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს.