loader

შსს-მ ქურდობის მომენტში ორი არასრულწლოვანი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ქურდობის მომენტში ორი არასრულწლოვანი დააკავა

ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მომენტში ორი პირი, 1996 წელს დაბადებული ლაშა ქ. და 1998 წელს დაბადებული გელა ჯ. დააკავა - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაკავებულებმა, მეტროსადგურ "300 არაგველების" მიმდებარე ტერიტორიაზე, გაქურდვის მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს.

ლაშა ქ.-მ , 2012 წლის 12 ნოემბერს, მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა და იქვე მდებარე მეორე აპარატის გაქურდვის მცდელობაც აღიარა.

საქმე საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის (ქურდობა) მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება.