loader

ეს არის ძალიან საფრთხილო თემა, რომელიც შეიძლება შეუქცევადი გახდეს - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს არის ძალიან საფრთხილო თემა, რომელიც შეიძლება შეუქცევადი გახდეს - მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დღესაც კი მსოფლიოში არის უფრო მეტი ქართველი მუსულმანი, ვიდრე ქართველი ქრისტიანი და ისინი არ უნდა დავკარგოთ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში საკონცენტრაციო ბანაკ აუშვიცის მონახულების დროს. მიხეილ სააკაშვილმა წმინდანად შერაცხულ მამა გრიგოლ ფერაძეზეც ისაუბრა, რომელიც პოლონეთში დაიღუპა. საქართველოს პრეზიდენტი ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე დაჭერებსა და რელიგიურ დაპირისპირებებსაც შეეხო: არ შეიძლება იმ ხალხს ვებრძოდეთ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ემუშავა კავკასიის მიმართულებით... არ შეიძლება ვითმენდეთ და ვაღვივებდეთ რელიგიურ კონფლიქტებს. ეს არის დამღუპველი ქვეყნისთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.