loader

თავდაცვის სამინისტროში ფარული შესყიდვები აღარ განხორციელდება - ირაკლი ალასანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდაცვის სამინისტროში ფარული შესყიდვები აღარ განხორციელდება - ირაკლი ალასანია

თავდაცვის სამინისტროში ფარული შესყიდვები აღარ განხორციელდება, - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ახალი მოადგილეების წარდგენისას გააკეთა. ალასანიას თქმით, შესყიდვების სისტემას კურატორობას დღეიდან მისი მოადგილე ზაზა ბროლაძე გაუწევს.

ზაზა ბროლაძე კურირებას გაუწევს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სფეროს. ბოლო პერიოდში იგი პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ-ჯგუფში საჯარო სექტორის კონსალტინგის დირექტორი იყო. ის ბიუჯეტის ეფექტური დაგეგმვის და ტრანსფარენტული ხარჯვის საუკეთესო სპეციალისტია. წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონში, ხელმძღვანელობდა სტატისტიკის დეპარტამენტს, იყო USAID-ის კონტრაქტორი - საბიუჯეტო ექსპერტი. გავლილი აქვს ტრენინგები ეკონომიკის სხვადასხვა დარგში აშშ-ში, შვედეთსა და ავსტრიაში.

დღეიდანვე საქართველოს თავდაცვის მინისტრს ხუთი მოადგილე ჰყავს. ირაკლი ალასანიამ დღეს საზოგადოებას კიდევ ერთი მოადგილე - თამარ ქაროსანიძე წარუდგინა.

თამარ ქაროსანიძე კურირებას გაუწევს განათლების სფეროს და საკადრო პოლიტიკას. ბოლო პერიოდში ის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტში "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების" პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. 12 წლის განმავლობაში სხვადასხვა არასამათავრობო ორგანიზაციაში მოღვაწეობდა. ფლობს საერთაშორისო სერთიფიკატებს დებატების, ადამიანის უფლებების, ინსტიტუციური ცვლილებებისა და ეკონომიკური ეფექტიანობის, საჯარო ადმინისტრირების, საერთაშორისო სამართლის და შეფარებითი პოლიტიკის სფეროებში.