loader

ქართველი მეზღვაურების ვიდეო, რომელიც მათ გაუსაძლის პირობებს ასახავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი მეზღვაურების ვიდეო, რომელიც მათ გაუსაძლის პირობებს ასახავს

პანამის ნაპირებთან მდგარ გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურების განცხადებით, საკვების უქონლობის გამო ეკიპაჟი შიმშილობს, - ამის შესახებ Maria del Carmen 2-ის კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი. მეზღვაურების თქმით, ისინი "ამაზრზენ სიტუაციაში" იმყოფებიან.

მათივე თქმით, ეკიპაჟის მიმართ კვლავ არსებობს სახელფასო დავალიანება და ეკიპაჟის ზოგიერთ წევრს ივლისისა და აგვისტოს ხელფასი ბოლომდე არ აუღია. ამასთან, მეზღვაურების მტკიცებით, გადასახდელია სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასები.

მეზღვაურების თქმით, ეკიპაჟის მიმართ დიდი ყურადღება და გულისხმიერება მხოლოდ ორმა ადამიანმა გამოიჩინა. ესენი არიან საქართველოს ელჩი მექსიკაში მალხაზ მიქელაძე და საქართველოს კონსული მექსიკაში გურამ ქანდამიშვილი.

ამასთან, მეზღვაურები მედიას სთხოვენ, აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას მიაწოდონ.