loader

"მე ცოლად ქალიშვილი მინდა" - ქართველების სატკივარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ცოლად ქალიშვილი მინდა" - ქართველების სატკივარი

მამაკაცის დაკვეთა - ასე განმარტავენ სექსოლოგები და ფსიქოლოგები ქალიშვილობის ინსტიტუტის აუცილებლობას. ქალიშვილობას ხშირად პატიოსნებასთან აიგივებენ და ქართული მენტალიტეტით, რელიგიითა და ტრადიციებით ამართლებენ. ამ "დაკვეთას" ქართულ რეალობაში ხშირად უკიდურეს შემთხვევებამდეც მივყავართ.

ნინო ოჯახისა და მეგობრებისგან გარიყული ორი წლის წინ აღმოჩნდა. მისმა მეუღლემ ქორწინების პირველ ღამეს გაიგო, რომ ის ქალიშვილი არ იყო.

ევროპული იდეალებისკენ სწრაფვის, თავისუფლებისა და განვითარების საუკუნეში ქალიშვილობის თემა კვლავ აქტუალურია, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და ხშირ შემთხვევაში, ცხარე კამათამდეც მიდის.