loader

"გარემოვაჭრეები ადამიანები ვართ" - საპროტესტო აქცია მეტროსადგურ "სამგორთან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გარემოვაჭრეები ადამიანები ვართ" - საპროტესტო აქცია მეტროსადგურ "სამგორთან"

მეტროსადგურ "სამგორთან" ნავთლუღის ბაზრისა და მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიის გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ბოლო დღეებში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები გარევაჭრობის საშუალებას არ აძლევენ.

გარემოვაჭრეების თქმით, თუკი არ დაუშვებენ გარევაჭრობას 2013 წლის 15 იანვრამდე მაინც, მათი სოციალური და ფინანსური მდგომარეობა უფრო დამძიმდება, ისინი ვერ გადაიხდიან ბანკის კრედიტებს და ვალებს და იმასაც დაკარგავენ, რაც გააჩნიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოვაჭრეები დედაქალაქის ხელისუფლებას 15 იანვრამდე გარევაჭრობის უფლებას სთხოვენ.

გარემოვაჭრეებს სოლიდარობა პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელმა ალეკო შალამბერიძემ გამოუცხადა. საპროტესტო აქციაზე ტრანსფარანტებიც აქვთ მიტანილი წარწერებით: "გარემოვაჭრეები ადამიანები ვართ, ჩვენც გვინდა ცხოვრება" და "მოგვეცით საახალწლოდ გარევაჭრობის უფლება".