loader

სამართალდამცველებმა სამკაულების ქურდობაში ბრალდებული დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამართალდამცველებმა სამკაულების ქურდობაში ბრალდებული დააკავეს

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში ხათუნა გელხვიიძის კუთვნილი ოქროს ნივთების ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 11 დეკემბერს ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, მაღაზია "საფილოსთან", ხათუნა გელხვიიძემ ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ კუთვნილი ოქროს ნივთები ვეღარ იპოვა. ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნულ ნივთებს, დაკარგვის შემდეგ, 1985 წელს დაბადებული სულხან რ. დაეუფლა. ნაპოვნ ოქროულობას ის სამუშაო ავტომანქანის სალონში ინახავდა, რომლის დათვალიერების შედეგად სამართალდამცველებმა დაახლოებით 350 გრამი, 50 დასახელების სხვადასხვა ოქროს სამკაული ამოიღეს და პატრონს, ხათუნა გელხვიიძეს დაუბრუნეს.