loader

უკავშირდება თუ არა გიორგი ფოჩხუას დაღუპვა ანაკლიაში პრეზიდენტის ყოფნისას გადაღებულ ფოტოებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკავშირდება თუ არა გიორგი ფოჩხუას დაღუპვა ანაკლიაში პრეზიდენტის ყოფნისას გადაღებულ ფოტოებს

შესაძლოა, გიორგი ფოჩხუას დაღუპვა უკავშირდებოდეს იმ კადრებს, რომლებიც გიორგიმ ანაკლიაში გადაიღო, როცა იქ საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა, - ელენე ფოჩხუას განცხადების საფუძველზე ამბობს ადვოკატი ირმა ჭკადუა "პალიტრა ტვ"-სთან საუბრისას. მისივე თქმით, გამოძიება იყო არაობიექტური, ფოჩხუების ოჯახს აქვს ლეგიტიმური ეჭვები და სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, პასუხი გასცენ ამ კითხვებს.

ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ გამოძიებამ დიდი ხნის შემდეგ ოჯახს დაუბრუნა ფოტოაპარატი, რომელიც დაღუპულს ჰქონდა, მაგრამ მეხსიერების "ჩიპზე" ყველაფერი წაშლილი აღმოჩნდა.