loader

ხმაური ეკომიგრანტების გამოსახლებისას აჭარაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური ეკომიგრანტების გამოსახლებისას აჭარაში

აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში ეკომიგრანტებსა და სამართალდამცავებს შორის ინციდენტი მოხდა, - ინფორმაციას ამის შეახებ ტელეკომპანია ”მაესტრო” ავრცელებს. სკოლის ყოფილ შენობაში, რომელიც მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, ისინი 4 დღის წინ შევიდნენ. 100 ოჯახი, რომელიც ხულოს რაიონიდანაა, თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. როგორც ისინი აცხადებენ, მათი სახლები მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს და იქ ცხოვრება საშიშია. ადგილზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელიც მივიდა. მისი განმარტებით, შენობა ამორტიზებულია. მიუხედავად ამისა, ეკომიგრანტები მის დატოვებას არ აპირებდნენ.