loader

რუსთავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული მოქალაქე დააკავეს.

როგორც შსს იუწყება, ბრალდებულმა რუსთავში, "ს.ს. საქ.მონტაჟ სპეც-მშენის" ტერიტორიაზე, ბასრი და ბლაგვი იარაღების გამოყენებით მოკლა თავისი მეგობარი, 1941 წელს დაბადებული ომარ მიქელაძე. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობის მომენტში დაკავებულიც და მსხვერპლიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. გაირკვა ისიც, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რასაც მკვლელობა მოჰყვა.

სამართალდამცავებმა ომარ მიქელაძის გვამი მომხდარიდან მეორე დღეს "ს.ს. საქ.მონტაჟ სპეც-მშენის" ტერიტორიაზე, სადარაჯო ჯიხურთან ახლოს იპოვეს, სადაც ბრალდებული დარაჯად მუშაობდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


www.police.ge