loader

როცა ამბობენ, რომ 200 მლნ ადამიანს ერთი ულვაშიანი ქართველის ეშინოდა, ეს მათი შეურაცხყოფაა - იაკობ ჯუღაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როცა ამბობენ, რომ 200 მლნ ადამიანს ერთი ულვაშიანი ქართველის ეშინოდა, ეს მათი შეურაცხყოფაა - იაკობ ჯუღაშვილი

სიცრუე, რომელიც სტალინის შესახებ ვრცელდება, მის შთამომავლობას არ შეურაცხყოფს, - ამის შესახებ საერთაშორისო პრესცენტრ "რია ნოვოსტის" თბილისის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე იოსებ სტალინის შვილთაშვილმა, იაკობ ჯუღაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის დაინტერესდა სტალინის შესახებ საკითხით, რადგან საბჭოთა პროპაგანდა ჯანსაღ აზრს მკვეთრად სცილდებოდა. მისივე განმარტებით, სტალინის შესახებ ლიტერატურით დაინტერესდა და ავტორები, რომლებიც მასზე წერდნენ, ხშირად ტენდენციურები იყვნენ.

როგორც იაკობ ჯუღაშვილი აცხადებს, ანტისტალინური პროპაგანდა სტალინის შთამომავლობას კი არ შეურაცხყოფს, იმ 200 მილიონ ადამიანს, რომელიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მცხოვრებლები არიან და, რომ ამ 200 მილიონ ადამიანს "ერთი ულვაშიანი ქართველის" ეშინოდა.

იაკობ ჯუღაშვილი სტალინის ძეგლის გადატანას და ანტისტალინური მუზეუმის შექმნის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელმწიფოს ამოცანაა არა ძეგლების აღება ან აღდგენა, გახსნა ან დახურვა მუზეუმების, არამედ სახელმწიფო ვალდებულია, ხალხი დაიცვას ფიზიკური თუ სულიერი ცხოვრების გაუარესებისგან. მისი თქმით, თუ ამ მუზეუმში შესულ ადამიანს იმ სისულელეს ეტყვიან, რასაც 100 წლის წინ ამბობდნენ, ეს ვერ იქნება ამ ადამიანისთვის სარგებლის მომტანი და ეს საზოგადოებას ჭკვიანს ვერ გახდის.

თავად იაკობ ჯუღაშვილი თბილისში ცხოვრობს, თუმცა რუსეთის მოქალაქეა. როგორც მან განაცხადა, ადრე იყო საქართველოს მოქალაქე, თუმცა მოუწია შემდეგ რუსეთის მოქალაქეობა მიეღო. უახლოეს პერიოდში ოჯახთან ერთად რუსეთში საცხოვრებლად გადასვლას აპირებს, რადგან, როგორც მან აღნიშნა, არ უნდა, რომ მისმა შვილმა დაკარგოს რუსეთთან, კერძოდ, რუსულ ენასთან კავშირი, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოში ის ამას აუცილებლად დაკარგავს.