loader

სამართალდამცავებმა ახალქალაქში დიდი ოდენობით ტყვია–წამალი ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამართალდამცავებმა ახალქალაქში დიდი ოდენობით ტყვია–წამალი ამოიღეს

14 დეკემბერს შიანაგან საქმეთა სამინისტროს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი -ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე აღიძრა. სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქალაქ ახალქალაქში, აეროპორტის საერთო საცხოვრებელში არსებული მიტოვებული საცხოვრებელი სახლიდან, დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს.

სამართალდამცველების მიერ ამოღებულია: ორი ცალი საკვალე კოჭა, ცხრა ცალი "ეფ-1" ტიპის ხელყუმბარა, ოთხი კაფსულის დეტონატორის მუხტით, ხოლო ერთი დეტონატორი ამფეთქებლის გარეშე, ერთი ცალი N7 ტიპის "ერგედე"-ს ხელყუმბარა, 1 ცალი ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 2497 ცალი 7,62 კალიბრიანი ვაზნა, 96 ცალი 5,45 კალიბრიანი „აკაეს"-ის ვაზნა, სამი ცალი იარაღის ბუდე და ორი ცალი სამხედრო ჩანთა.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 236-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. საქმეს ახალქალაქის რაიონული სამმართველო იძებს.

ინფორმაციას POLICE GE აცვრცელებს.