loader

პოლიციამ ელექტროშოკი გამოიყენა ქალის მიმართ, რომელიც მეორე აიფონის ყიდვას აპირებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციამ ელექტროშოკი გამოიყენა ქალის მიმართ, რომელიც მეორე აიფონის ყიდვას აპირებდა

შეერთებულ შტატებში პოლიციამ ქალზე ელექტროშოკი მხოლოდ იმის გამო გამოიყენა, რომ "დამნაშავე" ჩინეთში მყოფი თავისი ოჯახისთვის მეორე აიფონის ყიდვას აპირებდა. პოლიციამ ქალბატონზე ძალის გამოყენება მართებულად მიიჩნია იმ მიზეზით, რომ "ეფლი" ორი აიფონის ერთდროულად ყიდვას კრძალავს.

ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე ჩინელმა ქალბატონმა ერთი აიფონი იყიდა. მას შემდეგ, რაც ის კიდევ ორი ცალის საყიდლად დაბრუნდა, რადგანაც ერთდროულად ყიდვის საშუალება არ ჰქონდა, მაღაზიის თანამშრომლებმა პოლიციას დაურეკეს. ინგლისურის არცოდნის გამო ქალბატონმა ვერ გაიგო, რას ითხოვდა პოლიცია და მათ მოთხოვნებს არ დაემორჩილა. შედეგად სამართალდამცავებმა ძალა გამოიყენეს.