loader

პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის თბილისში 5 პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის თბილისში 5 პირი დააკავეს

თბილისის შს მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 5 პირი დააკავეს: 1956 წ. დაბადებული მიმოზა ფ, 1972 წ. დაბადებული ნათია კ, 1958 წ. დაბადებული დოდო მ, 1968 წ. დაბადებული ნათელა ჩ. და 1967 წ. დაბადებული მარინე შ, რომლებიც გოგოლის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სისტემატურად ეწეოდნენ პროსტიტუციისთვის ფართების გადაცემის ორგანიზებას.

საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებას ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების განყოფილება აწარმოებს.

იხილეთ: ბორდელებით სავსე ქუჩა თბილისში - მოსახლეობა მეძავებს წლებია, ებრძვის