loader

85 წლის პროფესორის, ავთანდილ საყვარელიძის მკვლელობა გახსნილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

85 წლის პროფესორის, ავთანდილ საყვარელიძის მკვლელობა გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ცნობილი ექიმის, 85 წლის ავთანდილ საყვარელიძის მკვლელობა გახსნა. ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული იური ფ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 16 დეკემბერს დაკავებული ყაზბეგის ქუჩის N25-ში, 1927 წელს დაბადებული ავთანდილ საყვარელიძის ბინაში მივიდა და, როგორც გაირკვა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბინის მეპატრონე ბალიშით გაგუდა. შემდეგ ძვირფასეულობა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულმა საყვარელიძის ბინიდან მოპარული ოქროს ნივთები თბილისის სხვადასხვა ლომბარდში ჩააბარა, აღებული თანხით იმავე დღეს შეიძინა ბილეთები თბილისი-კიევის მიმართულებით და საქართველო დატოვა.

უკრაინელმა მესაზღვრეებმა იური ფ-ს დაუყოვნებლივ დეპორტირება მოახდინეს. 17 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველმა სამართალდამცველებმა იური ფ. მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე და 177-ე მუხლის მეორე "ა" და მესამე "გ" პუნქტით აღიძრა. საქმეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-7 განყოფილება იძიებს.