loader

ნიკა გვარამია გაოგნებულია - უჩა ნანუაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა გვარამია გაოგნებულია - უჩა ნანუაშვილი

ნიკა გვარამია გაოგნებულია და მას არ აქვს წარმოდგენა, რაზეა საუბარი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომელმაც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში ნიკა გვარამია და სხვა დაკავებულები მოინახულა.

როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, ნიკა გვარამია არ აღიარებს ბრალს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელად მის საქმიანობას უკავშირდება. ომბუდსმენის ცნობით, გვარამია მიიჩნევს, რომ მისი დაკავება დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე ზეწოლას უკავშირდება.

ომბუდსმენის თქმით, არც ერთი დაკავებული არ აღიარებს დანაშაულს. ამასთან, ნანუაშვილი ამბობს, რომ არც ერთი დაკავებული მოპყრობას არ უჩივის. მისი ცნობით, ნიკა გვარამიას საკანში იყო ცოტა სიცივე, თუმცა ამ ეტაპზე ეს პრობლემაც მოგვარებულია.