loader

ხელმოწერის ცერემონია 10 მეჯვარით და ბრაზილიის ელჩის სამბა განახლებულ "ზაზანოვაში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელმოწერის ცერემონია 10 მეჯვარით და ბრაზილიის ელჩის სამბა განახლებულ "ზაზანოვაში"

ტელეჟურნალისტმა მარინა სალუქვაძემ და მუსიკოსმა ზაზა მარჯანიშვილმა ბარ-რესტორან "ზაზანოვას" ხელახალი პრეზენტაცია გამართეს. წვეულებაზე სტუმრებს არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი დახვდათ. სცენაზე ასულმა მარინა სალუქვაძემ დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ ზაზა მარჯანიშვილთან თანაცხოვრების 2 წლის შემდეგ ხელს სწორედ რესტორნის გახსნაზე მოაწერდა.

სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელმა ოფიციალური ცერემონია ჩაატარა და ქორწინების მოწმობის საბუთზე ხელის მოწერა მარინასა და ზაზას ათ მეჯვარეს მოუხდათ. მათ შორის მომღერალი მაია ბარათაშვილი, "რუსთავის 2"-ის პროდიუსერი გიორგი ხაბურძანია და მუსიკოსი ნიკა რაჭველიც იყვნენ.

წვეულების კიდევ ერთი სიურპრიზი "ზაზანოვაში" დიპლომატიური კორპუსის გამოჩენა იყო. წყვილს საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და ბრაზილიის ელჩი კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორა ესტუმრნენ. საღამო ბრაზილიის ელჩმა უჩვეულო და სახალისო ინიციატივით დააგვირგვინა. ის მოულოდნელად სცენაზე ავიდა და ბრაზილიური სამბა შეასრულა.

"ზაზანოვაში" ცოცხალი ბენდი დიდხანს უკრავდა. ჯაზურ კომპოზიციებს კი მაია ბარათაშვილი ასრულებდა.