loader

"დეზერტირების" ცარიელი ბაზარი და ანტისანიტარია გარემოვაჭრეების დახლებთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დეზერტირების" ცარიელი ბაზარი და ანტისანიტარია გარემოვაჭრეების დახლებთან

"დეზერტირების" ბაზარი სამი თვის წინ გაიხსნა, თუმცა სრულად დატვირთული დღესაც არ არის. აქ ბევრ ცარიელ დახლს შეხვდებით. გარდა ცარიელი დახლებისა, ბაზარში მომხმარებლების ნაკლებობაც შეინიშნება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აქ მომუშავე გამყიდველები უკმაყოფილებას მაინც არ გამოთქვამენ. ერთადერთი, რაც აწუხებთ, გარეთ დარჩენილი კონკურენტები არიან. მოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიაზე მათ შემოყვანას ითხოვენ.

გარემოვაჭრეები ახალ ბაზარში გადასვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მიზეზი ბევრი აქვთ, თუმცა ყურადღებას გაზრდილ გადასახადებზე ამახვილებენ.

გარდა გადასახადებისა, გამყიდველებს მომხმარებლის დაკარგვის შიშიც აქვთ. ამიტომაც წლების განმავლობაში შენარჩუნებული დახლების დათმობას არც ახლა აპირებენ.

მოუწევთ თუ არა ახალ პირობებზე დათანხმება და გარევაჭრობაზე უარის თქმა, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი ბაზარში მისულ მომხმარებელს საჭირო პროდუქტის შეძენა ასეთ პირობებში მოუწევს.