loader

ეკონომიკა პოლიტიკური დაძაბულობის მძევალია - გიგი უგულავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკონომიკა პოლიტიკური დაძაბულობის მძევალია - გიგი უგულავა

თბილისის მერმა ბოლოდროინდელ დაჭერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. "აბსურდის თეატრთან გვაქვს საქმე, ახალ ხელისუფლებაში ჯერჯერობით მხოლოდ მისი საგამოძიებო სისტემა მუშაობს ავად თუ კარგად. ყველას დაავიწყდა ეკონომიკა და ეკონომიკაში ძალიან ბევრი პრობლემაა, რაც თავს იჩენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ვბრუნდებით ძველ საგამოძიებო სისტემაში, რაც ძალიან ცუდია. ეკონომიკურად ყველაზე აქტიური თვეები ჩავარდა, პოლიტიკური დაძაბულობის გამო, ეკონომიკა მძევალია ამ დაძაბულობის და ჩვენ, ოპოზიცია მზად ვართ, დავსხდეთ და შევაჩეროთ ეს პროცესი" - განაცხადა გიგი უგულავამ განახლებულ "მუშტაიდის ბაღში" განხორციელებული სამუშაოების დათვალიერებისას, სადაც ის სოციალურად დაუცველ ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა.