loader

ჩვენ მივიღებთ ახალ სისხლს პარტიაში - კომენტარები "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩვენ მივიღებთ ახალ სისხლს პარტიაში - კომენტარები "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციიდან

"ნაციონალური მოძრაობა" შეინარჩუნებს მიღწევებს და კიდევ უფრო განვითარდება, რათა ხელისუფლებაში დაბრუნდეს, - ამის შესახებ "ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარე კონფერენციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა. ჩვენ მოვახერხეთ კორუფციის დამარცხება, ჩვენ ავაშენეთ ახალი ქალაქები, მაგრამ იქ, სადაც მეტი ინვესტიცია გავაკეთეთ, განვიცადეთ ისეთი მარცხი, რომელსაც მტკივნეულად აღვიქვამთ, - აღნიშნა მან გამოსვლისას.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ კი განაცხადა, რომ გარდა იმ მიღწევებისა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყანას მოუტანა, შეცდომების გაანალიზებაც სამუშაო პროცესის ნაწილია.

ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებდით შეცდომებს, რომელიც მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში გვქონდა, ჩვენ მივიღებთ ახალ სისხლს პარტიაში
- აღნიშნა გივი თარგამაძემ.