loader

გლდანში, მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი ბიჭუნა სასწაულებრივად გადარჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლდანში, მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი ბიჭუნა სასწაულებრივად გადარჩა

იღბლიანი 6 წლის ნიკოლოზ ღაჭავა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. გლდანში ერთ-ერთი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ მას მხოლოდ მცირე ნაკაწრები აქვს. ნიკოლოზი სახლში მარტო იყო, ფანჯრიდან ყურებისას გადავარდა და სარეცხის თოკს ჩამოეკიდა. მეზობლების გადმოცემით, ბავშვი სარეცხის თოკის შემდეგ კორპუსთან მდებარე ნაძვმა შეაკავა, საბოლოოდ კი მეორე სართულის მიშენებაზე დაეცა, თუმცა მანამდე მეზობელმა მის გადასარჩენად ლეიბის დაფენა მოასწრო.

ნიკოლოზ ღაჭავას კიდევ 2 ძმა ჰყავს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და ისინი ქირით ცხოვრობენ. ნიკოლოზი იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ასევევ იხილეთ:

- მე-8 სართულის აივნის მოაჯირზე მჯდარი ორი წლის ბიჭი გადმოვარდნას სასწაულით გადაურჩა

- საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილი ბიჭუნა მაშველებმა 18-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს