loader

უნდა ჩატარდეს თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნდა ჩატარდეს თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები?

უნდა ჩატარდეს თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები? - ამ თემაზე "პალიტრა ტვ"-მ გამოკითხვა ჩაატარა.

საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება, მისი არჩევიდან 6 თვის ნაცვლად, შესაძლოა, 3 თვეში მიეცეს. როგორც ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, უმრავლესობა შესაბამის კანონპროექტს ამზადებს. პრემიერი ეჭვობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მთავრობის გადაყენებისთვის ემზადება, თუმცა კანონის მოქმედი რედაქციით, პარლამენტის მიერ ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის არგამოცხადების შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტის დათხოვნას 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. ივანიშვილის თქმით, ის მზადაა, მიხეილ სააკაშვილს "დაეხმაროს" და მთავრობის გადაყენების შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაც მისცეს, რის შემდეგაც ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

იხილეთ: რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის მიერ მთავრობის გადაყენების შემთხვევაში