loader

ქუთაისის მერიასთან განაღმვითი სამუშაოები ჩატარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისის მერიასთან განაღმვითი სამუშაოები ჩატარდა

დილიდან ქუთაისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთის გუბერნატორ ვახტანგ ბალავაძის ავტომანქანასთან ახლოს, საიზოლაციო ლენტით შეკრული ყუთი შენიშნეს. ადგილზე სამართალდამცავები და გამნამღმველები მუშაობდნენ. ქუთაისში განაღმვითი სამუშაოები რამდენიმე საათში დასრულდა. სენაკიდან ჩამოსულმა გამნამღმველებმა საეჭვო ნივთი ააფეთქეს, ხოლო ნამსხვრევები და ნარჩენები ექსპერტიზაზე წაიღეს.

შს სამინისტროს ცნობით, განაღმვითი სამუშაოები სწორედ ნივთის პოვნის ფაქტს უკავშირდებოდა და გუბერნატორის მანქანა არაფერ შუაშია.

იხილეთ წყარო: megatv.ge