loader

თაკო სალაყაია მოწმის სტატუსით დაიკითხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თაკო სალაყაია მოწმის სტატუსით დაიკითხა

მთავარ პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მეუღლის თაკო სალაყაიას მოწმის სტატუსით დაკითხვა დასრულდა. დაკითხვის შემდეგ სალაყაიამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, მისმა ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ კი განაცხადა, რომ არსებობდა გარკვეული შეკითხვები, რომლებსაც პასუხი გაეცა. თუმცა ადვოკატმა არ დააკონრეტა, თუ რა საქმესთან დაკავშირებით მოხდა სალაყაიას დაკითხვა.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ვერაფერს იტყვის და დაკითხვის თემასთან დაკავშირებით განცხადებას ხვალ გააკეთებს.
თაკო სალაყაიას დაკითხვა მთავარ პროკურატურაში 19.00 საათზე დაიწყო და საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

იხილეთ: ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია დაკითხვაზე გამოცხადდა