loader

"სიხარულით გიღებ კარს" - ბედობა, გივი სიხარულიძე მეკვლედ და ეთერ კაკულიას ტრადიციები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიხარულით გიღებ კარს" - ბედობა, გივი სიხარულიძე მეკვლედ და ეთერ კაკულიას ტრადიციები

2 იანვარი ბედობის დღეა. ეს ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია, არსებობს. დღესასწაულს განსაკუთრებული დატვირთვა ძველ დროში ჰქონდა და მომავალი განწყობის, ბედნიერების დაბედების დღედ ითვლებოდა.

ოჯახის უფროსი მეკვლეს საგულდაგულოდ ირჩევდა. მას მასპინძელთან ტკბილეული, ღვინო, ჩიჩილაკი და ხშირ შემთხვევაში, ფულიც უნდა მიეტანა, რადგან ოჯახისთვის მთელი წლის განმავლობაში ბედნიერება, ბარაქა და კარგი განწყობა დაებედებინა.

ბედობის ტრადიცია აქტუალობას არც დღეს კარგავს. მართალია, ისე აღარ აღიქვამენ მას, როგორც წლების წინ, მაგრამ განსხვავებული ფორმით მაინც აღნიშნავენ.

მეკვლეს არჩევაზე ეთერ კაკულიას წინასწარ არ უფიქრია; იცის, რომ ბედობის დღეს მისი საუკეთესო მეგობარი გივი სიხარულიძე მიულოცავს.