loader

ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს აეროპორტში პატრიარქი დახვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს აეროპორტში პატრიარქი დახვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, თბილისს ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადე ესტუმრა.

მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოში აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის წევრებიც ჩამოვიდნენ. მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს აეროპორტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად დახვდა.

პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს ჩამოსვლისათვის. უწმინდესმა ბრძანა, რომ მათ დიდი ხანია, მეგობრული ურთიერთობები აქვთ და ეს არის მაგალითი აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის.

თავის მხრივ, ფაშა-ზადემ აღნიშნა, რომ ყოველთვის მიიჩნევდა საქართველოს პატრიარქს თავის უფროს ძმად, აზერბაიჯანელი ხალხი გრძნობს უწმინდესის სითბოს და სიყვარულს. ფაშა-ზადემ პატრიარქს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მილოცვა გადასცა.