loader

"ლოცვა სტალინისთვის" - უჩვეულო რიტუალი გორის ცენტრში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლოცვა სტალინისთვის" - უჩვეულო რიტუალი გორის ცენტრში

სოციალურ ქსელებში უჩვეულო ვიდეო გავრცელდა. უცნობია მისი გადაღების თარიღი, თუმცა ბლოგ blog.anuna.ge-ზე ვიდეო 3 იანვარსაა ატვირთული. ვიდეოში, რომელიც გორშია გადაღებული, 30-მდე ადამიანი ჩანს, რომლებიც სულის მოსახსენიებელ ლოცვებს კითხულობენ და საგალობლებს მღერიან. ერთ-ერთ მათგანს ხელში "ხატი" უჭირავს - თუმცა სურათს ხატი პირობითად შეიძლება ეწოდოს, რადგან მასზე სავარაუდოდ გამოსახულია ყირიმის კონფერენციის ცნობილი ფოტოს გმირები: იოსებ სტალინი, უინსტონ ჩერჩილი და ფრანკლინ რუზველტი. სამივე მათგანი სურათზე შარავანდედით არის გამოსახული.

იხილეთ სრულად: blog.anuna.ge

ასევე იხილეთ:

- "დიდება დიდ სტალინს!" - ახმეტაში სტალინის ძეგლი გაიხსნა

- "ბელადის დაბრუნება" - სტალინის ძეგლი სოფელ აკურაშიც დადგეს