loader

ავღანეთში დაღუპული სერჟანტი გიორგი კიკაძე რუსთავში დაკრძალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში დაღუპული სერჟანტი გიორგი კიკაძე რუსთავში დაკრძალეს

ავღანეთში დაღუპული ქართველი სერჟანტი გიორგი კიკაძე რუსთავში დაკრძალეს. დაკრძალვამდე გიორგი კიკაძის ცხედარი სახლიდან რუსთავის სიონის ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

გიორგი კიკაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, მთავრობის წევრებმა, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ოჯახს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც მიუსამძიმრა.

გიორგი კიკაძე 19 დეკემბერს ავღანეთში გაუჩინარდა. 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძიება-გადარჩენის ოპერაცია. 29 დეკემბერს სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.