loader

პირველი ივლისიდან მშობიარობა უფასო გახდება - დიმიტრი ხუნდაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი ივლისიდან მშობიარობა უფასო გახდება - დიმიტრი ხუნდაძე

პირველი ივლისიდან ნებისმიერი სოციალური ჯგუფის წარმომადგენლისთვის მშობიარობა უფასო გახდება, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. შობის ღამეს პირველი ახალშობილი საპატრიარქოს სამშობიაროში გაჩნდა. ანდრია ნოზაძე 12:01 სთ-ზე დაიბადა. ახალშობილი და დედა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მოინახულა. დიმიტრი ხუნდაძემ სამეანო განყოფილების პაციენტებს ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი სიახლეები გააცნო. მისი თქმით, პირველი ივლისიდან ნებისმიერი სოციალური ჯგუფის წარმომადგენლისთვის მშობიარობა უფასო გახდება.